Tuesday, June 3, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ხვადაგიანი   მაკა
რაიონი
ცაგერის რაიონი
სკოლა
ალპანის საჯარო  სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება:

ჩვენი დროის ,, სტიგმა“
თემის შინაარსი 
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აივ ეპიდემიის  ისტორიის შესახებ, როგორ ხდება ამ ინფექციის გადაცემა  და  განსაზღვრავენ  თავიანთ პირად შესაძლებლობებს ამ დაავადების პრევენციაში, რასაც განახორციელებენ  შემდეგი აქტივობებით:  კითხვა–პასუხი, დისკუსია, სოციალური კვლევა.
საგანი  : ბიოლოგია

დონე/კლასი    XI   კლასი  -მესამე საფეხური

განხორციელების დროის ჩარჩო   
1კვირა.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები . 

ბიოლ.XI.10.2. მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით(აივ) დაინფიცირებულ პირებში
                        სხვადასხვა  დაავადებების  მიმდინარეობის  შესახებ;
ბიოლ.XI.10.3.ადგენს კითხვარს  და ატარებს სოციალურ  კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ;
ბიოლ.XI.10.4.მსჯელობს გარკვეული  დაავადებებისაგან  ორგანიზმის  თავდაცვის უნარზე  და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე;
კვლ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა  ანალიზი და შეფასება;
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
1.მოიპოვა ინფორმაცია ადამიანის  იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობის  შესახებ;
2.ჩაატარა სოციალური  კვლევა შიდსის გავრცელების შესახებ.
3. განსაზღვრა პირადი როლი დაავადებების პრევენციაში , შეჩერებასა და მკურნალობაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა  


1. რა გავლენას ახდენს ჩვენი დღევანდელი  არჩევანი  ჩვენს მომავალზე?

თემატური კითხვები

1.დაავადებები გარდაუვალია?
2. დაავადებების პრევენცია ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია?
3.როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა დაავადების  მკურნალობაში?
4.როგორია ჩვენი პირადი  როლი ამ დაავადებების პრევენციაში?
შინაარსობრივი კითხვები

1.    რა რისკები არსებობს  ჯანმრთელობისათვის ?
2.    რატომ ითვლება ისინი ჯანმრთელობისათვის რისკებად?
3.    რა არის ორგანიზმის თითოეული სასიცოცხლო  სისტემის  ფუნქციები?
4.    რა სარგებელს ვიღებთ  ფიზიკური ვარჯიშისგან?


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ








·         მოსწავლეთაწინარე ცოდნის დადგენა.
·         მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების დადგენა.
·         21საუკუნის უნარ–ჩვევების შეფასება.
·         მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის  დროს.
·         პასუხობენ მასწავლებელის შინაარსობრივ და თემატურ  შეკითხვებს.
·                 მასალის      გაგებისა და ამა თუ იმ უნარ–ჩვევების ათვისების ხარისხის  შემოწმება 
სტანდარტთან შესაბამისობით.
·         თვითშეფასება.


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი


1–3
4–5
6–7
8–10
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას
იყენებს  მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ რამოდენიმე საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არ არის  საკითხის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
 მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
 მასალა სრულად შეესაბამება საკითხს
 მოპოვებული ინორმაციის  ორგანიზება( ინფორმაციის წყაროების ნუსხა,        ცხრილების ან იაგრამების  სახით  წარმოდგენა)
მასალა არ არის ორგანიზებული
მასალა ნაწილობრივ  ორგანიზებულია
 მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღსაქმელი
მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული
მოძიებული ინფორმაციის  ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას  მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ  მასალას
 ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ  მასალას
 მიზნობრივად იყენებს მოძიებულ  მასალას.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

 მოსწავლეებმა  იციან  ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების  სასარგებლო  და  საზიანო  თვისებების  მნიშვნელობაზე.
ახდენენ ბაქტერიების , სოკოების, ვირუსებისა  და  სხვა მიკროორგანიზმების    კლასიფიცირებას,   მსჯელობენ მათ  მიერ გამოწვეულ  დაავადებებზე.

სასწავლო პროცედურები

მოსწავლეებს ვაცნობ  თემას, თემის შესწავლისათვის საჭირო აქტივობებს განსახორციელებელ დროს. გამოვყოფ ჯგუფებს  და ვანაწილებთ ფუნქციებს. კერძოდ
 I ჯგუფს    ვავალებ  მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აივ ეპიდემიის ისტორიის შესახებ.
II ჯგუფს –აივ ინფექციის  გადაცემის გზების შესახებ
III ჯგუფი  ატარებს სოციალოგიურ კვლევს.
ბოლოს იმართება დისკუსია –მსჯელობა.

  
დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

*ფოტოკამერა
*კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
*ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
*საბეჭდი მანქანა/პრინტერი
*პროექტორი
*სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
*მონაცემთა ბაზა/ცხრილები
*საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
*ფოტო/სურათების დამუშავება
*ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
*ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
მეცნიერების ენციკლოპედია( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
დამატებითი მეთოდური რეკომენდაციები ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის.
ბიოლოგიის სახელმძღვანელო.(ნ.ზაალიშვილი,ნ.იოსებაშვილი)
ინვენტარი/მასალები
ინტერნეტიდან მოძიებული სურათები, დიაგრამები,ინფორმაცია
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
მოსწავლეები ,სტუდენტები ,ადგილობრივი მოსახლეობა.


No comments:

Post a Comment