Thursday, June 22, 2017

saswavlo resursi,, uxilavi mtrebi''

https://docs.google.com/presentation/d/186Pr-0bne_aAVjX5Q4ceW2xDCbEUZQJogDhhAaMXi8M/edit?usp=sharing

Wednesday, September 16, 2015

სასწავლო რესურსი,,ხერხემლიანი ცხოველები''

სასწავლო რესურსის ,,ხერხემლიანი ცხოველები'' კითხვარი

       ჩემს მიერ შექმნილი რესურსის, რომელიც გათვალისწინებულია შემაჯამებელი გეკვეთილისთვის ბუნებისმეტყველებაში თემაზე,, ხერხემლიანი ცხოველები’’, კითხვარი:
·         რამ განაპირობა რესურსის შექმნა ?

·         როგორ განისაზღვრა რესურსის თემა ?


·         რომელ სტანდარტებს აკმაყოფილებდა აღნიშნული რესურსი ?


·         რა აქტივობები იქნა გამოყენებული რესურსის შესაქმნელად?


·         რამდენად დაძლევადი იყო ეს რესურსი ?

·         რა წვლილი შეიტანა სასწავლო რესურსმა შედეგების მიღწევაში.

·         გაამართლა თუ არა მოლოდინები ?


·         რას შევცვლიდი ?..

სასწავლო რესურსის რეფლექსია,,ხერხემლიანი ცხოველები''

                        სასწავლო რესურსის რეფლექსია

                  თემა:      ,,ხერხემლიანი ცხოველები’’
    სასწავლო რესურსი  ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი  პროგრამის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს  და ხელს უწყობდეს გამჭოლი კომპენტეციის  განვითარებას.
       ამ  მიზნით შექმნილი რესურსი  შეესამამება ესგ-ეს შემდეგ სტანდარტებს.
ბუნება. VII.2. მოსწავლე ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         იკვლევს ნიშანთა ვარიაციებს ერთი სახეობის ფარგლებში,ქმნის მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს პრაქტიკულად.
·         ადარებს ხერხემლიანთა კლასის წარმომადგენლებს  რამდენიმე ძირითადი ნიშნით და ადგენს შესაბამის ცხრილს.
·         იყენებს თეზა -ანტითეზის პრინციპს სისტემაში მოცემული ინდივიდის ადგილის განსაზღვრისათვის.
·         ახდენს ორგანიზმების კლასიფიცირებას რამდენიმე ნიშან-თვისების მიხედვით და განმარტავს კლასიფიცირების პრინციპს.
·         აგროვებს ინფორმაციას სახეობის მრავალფეროვნებასა და რიცხობრიობის შესახებ.
             გაკვეთილის სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა შეუძლებელია სასწავლო რესურსის გამოყენების გარეშე.გაკვეთილის მიზანი გვკარნახობს რა ტიპის რესურსით მივაღწიოთ უკეთეს შედეგს:
·         ვიზუალური   (პლაკატები,სქემები,ფოტოები )
·         აუდიოვიზუალური (კომპიუტერი,ვიდეოკამერა)
           რესურსი მოსწავლეებს დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ  ცხოველთა სამყარო და თითოეული კლასისათვის დამახასიათებელი ნიშნები,გავრცელების არეალი, მსგავსება და განსხვავება კლასებს შორის.
   შემაჯამებელი  აქტივობის რესურსმა საშუალება მომცა  გამეანალიზებინა რა  ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.


Tuesday, September 15, 2015

პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის რეფლექსია

        პროფესიული  განვითარების განხორციელებული გეგმის რეფლექსია
          პედაგოგი  ყოველთვის  აქტიურადაა   ჩართული  პროფესიული ზრდის პროცესში. ჩემი, როგორც ბიოლოგიის მასწავლებლის,  მიზანია მოსწავლეს გაუჩნდეს სურვილი, ინტერესი  გარემომცველი  სამყაროს კვლევის,შეცნობის,სამყაროზე ზრუნვის ,კრიტიკული აზროვნების  და კომუნიკაციის უნარი. მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო  წესის დაუფლების შესაძლებლობა.იგრძნოს  პასუხისმგებლობა  საკუთარი თავის, საზოგადოებისა  და გარემოს მიმართ.
     ნებისმიერი საგნის ათვისება გაცილებით უფრო ეფექტიანად ხდება  იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე აქტიურად არის ჩამბული  შესასწავლი საკითხის კვლევა ძიებაში და ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს არამარტო მზა მასალის ათვისებით , არამედ ინფორმაციის მოძიების , თვალსაჩინოებზე მუშაობის და ინტერაქტიული სწავლების პროცესში ჩაბმის გზით. ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციფიკური უნარ -ჩვევების განვითარებას.(ე.ს.გ.)
         სრულფასოვანი განათლების  მიღებასა და საზოგადოებაში  ინტეგრაციას სკოლაში ეყრება საფუძველი. ჩემი საზრუნავია  ის მეცნიერული  ტექნოლოგიები ,რომელნიც აუცილებელია  პროგრესისათვის  ავითვისო,შევიმეცნო  და ახალი  პროდუქტი  შევთავაზო მოსწავლეებს. ეს შესაძლებელია  სწავლებისა და სწავლის თეორიებიდან მიღებული ცოდნის დახმარებით.  ამ თეორიებისა  და  პრაქტიკული  გამოყენებისათვის  გავიარე  ტრერინგი, რომელიც დაგეგმილი იყო:
 I. ბუნებისმეტყველებაში VII კლასისათვის(ტრენერი-ქეთევან მაღრაძე).
II. ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ  კვლევებსა  და სასწავლო პროექტებზე.(ტრენერი-მეგი  შავკაციშვილი).
      ციფრული წიგნიერება (იგივეა ,რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე  მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების  განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა.იგი ამჟამად  მოიცავს  ქსელური  ძიების ,ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა  და ტექსტური შეტყობინების  პროგრამების  გამოყენების  უნარსაც, რასაც  მთლიანობაში  ციფრული  წიგნიერება  ეწოდება. ინფორმაციული  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება ხელს  უწყობს  შემოქმედებითი  და ინოვაციური მიდგომების  გამომუშავებას მოსწავლეებში;(ე.ს.გ.)
სრულყოფილი გაკვეთილი მოითხოვს  თანამედროვე ტექნოლოგიების  სათანადო დონეზე ფლობას. ამ მიზნით  გავიარე  სსიპ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრერინგ-კურსები:
III.,,ინფორმაციული  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  სასწავლო პროცესში’’.
(ტრენერი-მარინე მურჯიკნელი) .2011წელი.
IV.,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიური საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის’’.( ტრენერი-გ.მუშკუდიანი).2011წელი.
V.ინტელის ძირითადი კურსი:,,პროექტებით სწავლება  და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  ინტეგრირება’’.(ტრენერი-გ.მუშკუდიანი.)
    აღნიშნულმა ტრერინგებმა საშუალება მომცა პრაქტიკაში  გამომეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიები და გამეზარდა სწავლების ხარისხი.შევქმენი  რამდენიმე რესურსი( მაგ.,,საჭმელი და შხამიანი სოკოები’’  დაწყებით საფეხურზე , რაც დამეხმარა მასალის უკეთ გადაცემაში.)
    ყოველთვის ვცდილობ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებში ჩართვას, რითაც კიდევ უფრო გავიღრმავებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.





    

გაკვეთილის გეგმა ბუნებასა და მათემატიკაში თემა ,,მოძრაობა და სიჩქარე''

         ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა,, ბუნებასა და მათემატიკაში’’
თემა -,,მოძრაობა და სიჩქარე’’
საგანი/ინტეგრირებული საგნები--ბუნება,მათემატიკა
სწავლების საფეხური  ---I დაწყებითი საფეხური.    VI-კლასი.
მოსწავლეთა პროფილი--6 მოსწავლე
აქტუალობა-მოსწავლეებმა მოიძიონ  და მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილების თავისებურებებზე.  მოძრაობებზე დაკვირვების შედეგად შეძლონ მონაცემების შეგროვება  და მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. შეძლოს კომბინირება ბუნების საკითხებისა  და მათემატიკურ სიდიდეებს შორის  და გამოიყენოს პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რაზეა დამოკიდებული მოძრაობის დრო და სიჩქარე, შეძლებენ სიჩქარის  მათემატიკურ ფორმულირებას , მათ ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმების სავარაუდო სიჩქარეზე მსჯელობას  და პრაქტიკულ გამოყენებას მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების ამოხსნისას,დიაგრამის წაკითხვას.შეძლოს ტექსტში  და დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი  და შეფასება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან;
ბუნება:VI.3.მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება,მის სიჩქარეზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს  სხეულის  მოძრაობის  ტრაექტორიებს
(წრფივი,ტეხილი,მრუდწირული), ადარებს ერთმანეთს  და გამოხატავს  სქემატურად.
·         აკვირდება საკუთარ  მოძრაობას ,აგროვებს  მონაცემებს ( ზომავს განვლილ მანძილს  და დროის  შუალედს), აანალიზებს  მათ თანაფარდობას  და ახასიათებს  სიჩქარეს, როგორც  ფიზიკურ სიდიდე;
·         ატარებს მარტივ ცდებს  და ზომავს  სხვადასხვა სხეულის სიჩქარეს,შედეგებს  წარმოადგენს  სხვადასხვა  გამომსახველობითი  საშუალებით;
·         ადგენს სიჩქარის ერთეულებს   და მსჯელობს  მის ირგვლივ  არსებული სხეულების ( მაგ.ადამიანის ,ველოსიპედის ,ავტომობილის) სავარაუდო სიჩქარეებზე,ადარებს მათ.
მათემატიკა:VI.5.გამოსახავს ,განავრცობს და აღწერს სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს რაიმე სიდიდის თანაბარ ადიციურ( მუდმივი სიდიდის მიმატებით/გამოკლებით მიღებულ) ცვლილებას( მათ შორის რეალურ  ვითარებაში)
·          მოცემული დამოკიდებულებისათვის  თვისებრივად  აღწერს ,თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება  მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა  ატრიბუტებზე.
·         ერთი ცვლადის შემცველ მოცემულ ასოით გამოსახულებაში, სხვადასხვა რიცხვების  ჩასმით ავსებს ცვლადის  მნიშვნელობებსა  გამოსახულების  მნიშვნელობებს  შორის დამოკიდებულების  გამომსახველ ცხრილს, რომელშიც  ცვლადის  მნიშვნელობების  შესაბამისი სვეტი/სტრიქონი წინასწარაა შევსებული.
მათემატიკა:VI.6.პრობლემის გადასაჭრელად ადგენს ,ამარტივებს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
·         ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის  ტოლობას ,უტოლობას ან განტოლებას.
მათემატიკა:VI.11.მოიპოვებს  დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისებრივ  და რაოდენობრივ მონაცემებს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების  შესაფერის საშუალებას(დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა  ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან)  და იყენებს  მას, ასაბუთებს  თავის არჩევანს.
საჭირო მასალა: სხვადასხვა ტრაექტორიის ამსახველი ფოტომასალა, სახელმძღვანელო, ფურცლები,წამზომი,სახაზავი,საათი,კომპიუტერი,პროექტორი,ავტოკალმები.
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა: მოსწავლეები არჩევენ ტრაექტორიის ტიპებს,იციან მანძილისა და დროის ერთეულები,გაზომვის საშუალებები,იცნობენ დიაგრამებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:
v  მოსწავლეთა გამოწვევა: (10 წთ)
აქტივობა1.(მთელი კლასი)
  ,,გონებრივი  იერიშის’’ ფორმით მივმართავთ  განვლილი მასალის მონიტორინგს  და   ვსვამთ კითხვებს:
1.რა არის მოძრაობა  და ტრაექტორია?
2.როგორი ტრაექტორია არსებობს?(მოსწავლეებს ვთხოვთ დააკვირდნენ სურათებს და დააჯგუფონ და განსაზღვრონ  რომელი მოძრაობა რომელ ტრაექტორიას მიეკუთვნება?)
3.რას ნიშნავს განვლილი მანძილი? სიგრძის რომელ ერთეულებს იცნობენ და როგორი კავშირია მათ შორის? რა ასოთი აღინიშნება განვლილი მანძილი?
4.რომელი ასოთი აღინიშნება დრო ? ,დაასახელონ დროის ერთეულები და  განსაზღვრონ  დამოკიდებულება მათ შორის.
5.თითოეული სიდიდის-მანძილის ,დროის გასაზომად  რომელი ხელსაწყოები გამოიყენება?
v  ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება. (25წთ)
აქტივობა2.( წყვილებში)
   ახალი მასალის ახსნის დროს მოსწავლეებს ვთავაზობთ სურათებს  დააკვირდნენ მოცემული ობიექტებიდან რომელი უფრო სწრაფად მოძრაობს? რატომ? იმსჯელონ დამოკიდებულებაზე განვლილ მანძილსა და დროს შორის.აქვე განვსაზღვრავთ სიჩქარის მცნებას და მის მათემატიკურ ფორმულირებას .ვასრულებინებ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სამუშაოებს, სადაც  განსაზღვრავენ რომელი ცხოველი უფრო სწრაფად მოძრაობს და რომელი უფრო ნელა?
 აქტივობა 3 . ( მთელი კლასი)
    მოსწავლეებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ სასწავლო რესურს სლაიდ შოუს სახით ,სადაც ამოცანები  შედგენილია კომბინირებული მასალის საფუძველზე. ბუნების საკითხი  მისადაგებულია მათემატიკურ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა  ითხოვს  კვლევა -ძიებას, მსჯელობას , ანალიზს  და  ხელს უწყობს შესაბამისი უნარების განვითარებას.
   
Ø  გამთლიანება/რეფლექსია. (10 წთ)
   აქტივობა 4.(ინდივიდუალურად)
    მასალის განმტკიცების მიზნით ბავშვებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ ტესტურ დავალებას,რითაც გვინდოდა  გაგვეანალიზებინა როგორ აითვისეს მიწოდებული მასალა და როგორ გამოიყენებდნენ პრაქტიკულად,დავალების წარმატებით დაძლევა  მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ,რომ გაკვეთილმა  ჩაიარა წამატებულად და ინტერგრირებულმა მეთოდმაც გაამართლა .
 საშინაო დავალება: თეორიული მასალა,,სიჩქარე“ .
 სავარჯიშოები ამოსახსნელად.