Tuesday, September 15, 2015

გაკვეთილის გეგმა ბუნებასა და მათემატიკაში თემა ,,მოძრაობა და სიჩქარე''

         ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა,, ბუნებასა და მათემატიკაში’’
თემა -,,მოძრაობა და სიჩქარე’’
საგანი/ინტეგრირებული საგნები--ბუნება,მათემატიკა
სწავლების საფეხური  ---I დაწყებითი საფეხური.    VI-კლასი.
მოსწავლეთა პროფილი--6 მოსწავლე
აქტუალობა-მოსწავლეებმა მოიძიონ  და მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილების თავისებურებებზე.  მოძრაობებზე დაკვირვების შედეგად შეძლონ მონაცემების შეგროვება  და მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. შეძლოს კომბინირება ბუნების საკითხებისა  და მათემატიკურ სიდიდეებს შორის  და გამოიყენოს პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რაზეა დამოკიდებული მოძრაობის დრო და სიჩქარე, შეძლებენ სიჩქარის  მათემატიკურ ფორმულირებას , მათ ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმების სავარაუდო სიჩქარეზე მსჯელობას  და პრაქტიკულ გამოყენებას მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების ამოხსნისას,დიაგრამის წაკითხვას.შეძლოს ტექსტში  და დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი  და შეფასება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან;
ბუნება:VI.3.მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება,მის სიჩქარეზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს  სხეულის  მოძრაობის  ტრაექტორიებს
(წრფივი,ტეხილი,მრუდწირული), ადარებს ერთმანეთს  და გამოხატავს  სქემატურად.
·         აკვირდება საკუთარ  მოძრაობას ,აგროვებს  მონაცემებს ( ზომავს განვლილ მანძილს  და დროის  შუალედს), აანალიზებს  მათ თანაფარდობას  და ახასიათებს  სიჩქარეს, როგორც  ფიზიკურ სიდიდე;
·         ატარებს მარტივ ცდებს  და ზომავს  სხვადასხვა სხეულის სიჩქარეს,შედეგებს  წარმოადგენს  სხვადასხვა  გამომსახველობითი  საშუალებით;
·         ადგენს სიჩქარის ერთეულებს   და მსჯელობს  მის ირგვლივ  არსებული სხეულების ( მაგ.ადამიანის ,ველოსიპედის ,ავტომობილის) სავარაუდო სიჩქარეებზე,ადარებს მათ.
მათემატიკა:VI.5.გამოსახავს ,განავრცობს და აღწერს სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს რაიმე სიდიდის თანაბარ ადიციურ( მუდმივი სიდიდის მიმატებით/გამოკლებით მიღებულ) ცვლილებას( მათ შორის რეალურ  ვითარებაში)
·          მოცემული დამოკიდებულებისათვის  თვისებრივად  აღწერს ,თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება  მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა  ატრიბუტებზე.
·         ერთი ცვლადის შემცველ მოცემულ ასოით გამოსახულებაში, სხვადასხვა რიცხვების  ჩასმით ავსებს ცვლადის  მნიშვნელობებსა  გამოსახულების  მნიშვნელობებს  შორის დამოკიდებულების  გამომსახველ ცხრილს, რომელშიც  ცვლადის  მნიშვნელობების  შესაბამისი სვეტი/სტრიქონი წინასწარაა შევსებული.
მათემატიკა:VI.6.პრობლემის გადასაჭრელად ადგენს ,ამარტივებს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
·         ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის  ტოლობას ,უტოლობას ან განტოლებას.
მათემატიკა:VI.11.მოიპოვებს  დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისებრივ  და რაოდენობრივ მონაცემებს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების  შესაფერის საშუალებას(დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა  ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან)  და იყენებს  მას, ასაბუთებს  თავის არჩევანს.
საჭირო მასალა: სხვადასხვა ტრაექტორიის ამსახველი ფოტომასალა, სახელმძღვანელო, ფურცლები,წამზომი,სახაზავი,საათი,კომპიუტერი,პროექტორი,ავტოკალმები.
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა: მოსწავლეები არჩევენ ტრაექტორიის ტიპებს,იციან მანძილისა და დროის ერთეულები,გაზომვის საშუალებები,იცნობენ დიაგრამებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:
v  მოსწავლეთა გამოწვევა: (10 წთ)
აქტივობა1.(მთელი კლასი)
  ,,გონებრივი  იერიშის’’ ფორმით მივმართავთ  განვლილი მასალის მონიტორინგს  და   ვსვამთ კითხვებს:
1.რა არის მოძრაობა  და ტრაექტორია?
2.როგორი ტრაექტორია არსებობს?(მოსწავლეებს ვთხოვთ დააკვირდნენ სურათებს და დააჯგუფონ და განსაზღვრონ  რომელი მოძრაობა რომელ ტრაექტორიას მიეკუთვნება?)
3.რას ნიშნავს განვლილი მანძილი? სიგრძის რომელ ერთეულებს იცნობენ და როგორი კავშირია მათ შორის? რა ასოთი აღინიშნება განვლილი მანძილი?
4.რომელი ასოთი აღინიშნება დრო ? ,დაასახელონ დროის ერთეულები და  განსაზღვრონ  დამოკიდებულება მათ შორის.
5.თითოეული სიდიდის-მანძილის ,დროის გასაზომად  რომელი ხელსაწყოები გამოიყენება?
v  ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება. (25წთ)
აქტივობა2.( წყვილებში)
   ახალი მასალის ახსნის დროს მოსწავლეებს ვთავაზობთ სურათებს  დააკვირდნენ მოცემული ობიექტებიდან რომელი უფრო სწრაფად მოძრაობს? რატომ? იმსჯელონ დამოკიდებულებაზე განვლილ მანძილსა და დროს შორის.აქვე განვსაზღვრავთ სიჩქარის მცნებას და მის მათემატიკურ ფორმულირებას .ვასრულებინებ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სამუშაოებს, სადაც  განსაზღვრავენ რომელი ცხოველი უფრო სწრაფად მოძრაობს და რომელი უფრო ნელა?
 აქტივობა 3 . ( მთელი კლასი)
    მოსწავლეებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ სასწავლო რესურს სლაიდ შოუს სახით ,სადაც ამოცანები  შედგენილია კომბინირებული მასალის საფუძველზე. ბუნების საკითხი  მისადაგებულია მათემატიკურ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა  ითხოვს  კვლევა -ძიებას, მსჯელობას , ანალიზს  და  ხელს უწყობს შესაბამისი უნარების განვითარებას.
   
Ø  გამთლიანება/რეფლექსია. (10 წთ)
   აქტივობა 4.(ინდივიდუალურად)
    მასალის განმტკიცების მიზნით ბავშვებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ ტესტურ დავალებას,რითაც გვინდოდა  გაგვეანალიზებინა როგორ აითვისეს მიწოდებული მასალა და როგორ გამოიყენებდნენ პრაქტიკულად,დავალების წარმატებით დაძლევა  მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ,რომ გაკვეთილმა  ჩაიარა წამატებულად და ინტერგრირებულმა მეთოდმაც გაამართლა .
 საშინაო დავალება: თეორიული მასალა,,სიჩქარე“ .
 სავარჯიშოები ამოსახსნელად.




    



No comments:

Post a Comment