პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის რეფლექსია
პედაგოგი ყოველთვის
აქტიურადაა ჩართული პროფესიული ზრდის პროცესში. ჩემი, როგორც ბიოლოგიის
მასწავლებლის, მიზანია მოსწავლეს გაუჩნდეს სურვილი, ინტერესი გარემომცველი
სამყაროს კვლევის,შეცნობის,სამყაროზე ზრუნვის ,კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი. მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო წესის დაუფლების შესაძლებლობა.იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ნებისმიერი
საგნის ათვისება გაცილებით უფრო ეფექტიანად ხდება
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე აქტიურად არის ჩამბული შესასწავლი საკითხის კვლევა ძიებაში და ცნობისმოყვარეობას
იკმაყოფილებს არამარტო მზა მასალის ათვისებით , არამედ ინფორმაციის მოძიების , თვალსაჩინოებზე
მუშაობის და ინტერაქტიული სწავლების პროცესში ჩაბმის გზით. ამიტომ საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა სპეციფიკური უნარ -ჩვევების განვითარებას.(ე.ს.გ.)
სრულფასოვანი განათლების
მიღებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას სკოლაში ეყრება საფუძველი. ჩემი საზრუნავია ის მეცნიერული
ტექნოლოგიები ,რომელნიც აუცილებელია
პროგრესისათვის ავითვისო,შევიმეცნო და ახალი
პროდუქტი შევთავაზო მოსწავლეებს. ეს
შესაძლებელია სწავლებისა და სწავლის თეორიებიდან
მიღებული ცოდნის დახმარებით. ამ თეორიებისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის გავიარე
ტრერინგი, რომელიც დაგეგმილი იყო:
I. ბუნებისმეტყველებაში VII კლასისათვის(ტრენერი-ქეთევან
მაღრაძე).
II. ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა
და სასწავლო პროექტებზე.(ტრენერი-მეგი
შავკაციშვილი).
ციფრული წიგნიერება (იგივეა ,რაც კომპიუტერული წიგნიერება).
თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული
ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება
კიდევ უფრო გააფართოვა.იგი ამჟამად მოიცავს
ქსელური
ძიების ,ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების
გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში
ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;(ე.ს.გ.)
სრულყოფილი გაკვეთილი მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო დონეზე ფლობას. ამ მიზნით გავიარე სსიპ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრერინგ-კურსები:
III.,,ინფორმაციული
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში’’.
(ტრენერი-მარინე მურჯიკნელი) .2011წელი.
IV.,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის’’.(
ტრენერი-გ.მუშკუდიანი).2011წელი.
V.ინტელის ძირითადი კურსი:,,პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება’’.(ტრენერი-გ.მუშკუდიანი.)
აღნიშნულმა
ტრერინგებმა საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებინა
თანამედროვე ტექნოლოგიები და გამეზარდა სწავლების ხარისხი.შევქმენი რამდენიმე რესურსი( მაგ.,,საჭმელი და შხამიანი სოკოები’’
დაწყებით საფეხურზე , რაც დამეხმარა მასალის
უკეთ გადაცემაში.)
ყოველთვის
ვცდილობ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებში ჩართვას,
რითაც კიდევ უფრო გავიღრმავებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.
No comments:
Post a Comment