Monday, September 7, 2015

რეფლექსია იტეგრირებული -ბუნება და მათემატიკა-თემა,,მოძრაობა და სიჩქარე"

               ინტეგრირებული გაკვეთილის   რეფლექსია ,,ბუნებასა და მათემატიკაში’’
   გაკვეთილი ითვალისწინებდა კომბინირებას საგნებს შორის-მათემატიკა და ბუნება .
თემა: ,,მოძრაობა და სიჩქარე’’
მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ კლასში ,სადაც იყო ხელსაყრელი გარემო შექმნილი კლასის უკეთ მართვისათვის.
მოსწავლეები გაეცნენ მოძრაობის ტრაექტორიის სახეებს და კავშირს  სიჩქარეს,განვლილ მანძილს და დროს შორის.თითეულის ზომის ერთეულს და მათ საზომ ხელსაწყოებს.
პრაქტიკულ მაგალითებზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს სათანადო დასკვნები.ბუნების საკითხებს  მისადაგებული იყო მათემატიკური ამოცანები აღნიშნულ თემაზე,რომელიც მოითხოვდა გაანალიზებას და პასუხის გაცემას . შეთავაზებულ მასალას მოსწავლეები  გაეცნენ სლაიდშოუს  სახით, იქვე ტესტს -გონებრივი იერიშისათვის.
      მასწავლებლებს  განაწილებული გვქონდა ფუნქციები.ბუნების საკითხებთან დაკავშირებულ მასალას ხსნიდა მასწავლებელი,ამ დროს მათემატიკის მასწავლებელი აკვირდებოდა მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს. ხოლო როცა მათემატიკის მასწავლებელი აჩვენებდა საპრეზენტაციო მასალას,ბუნების მასწავლებელი ითავსებდა ამ ფუნქციას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ გაკვეთილის რეფლექსია.
      მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მიწოდებილ დავალებას , გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის ნიშნები. მსჯელობისა და დაკვირვრბის შედეგად გამოიტანეს სათანადო დასკვნები:
      1.რა მნიშვნელობა აქვს ტრაექტორიის სახეებს მოძრაობის დროს;
      2.როგორ კავშირშია სხეულის განვლილი მანძილი დროსა და სიჩქარეზე;
      3.დამოკიდებულება ზომის ერთეულებს შორის;
      4.როგორ ვისარგებლოთ დიაგრამით;
ეს კი შესაძლებელი გახდა  შემდეგი აქტივობების  განხორციელების საფუძველზე;
1.მცირე დისკუსიით გაკვეთილის დასაწყისში წინარე ცოდნის მონიტორინგის მიზნით;
2.ყურადღების გამახვილებით დიაგრამის წაკითხვის  უნარებზე.
3.საპრეზენტაციო მასალის ჩვენებით.
4.ტესტური დავალებით მასალის განმტკიცების მიზნით.
5.მოსწავლეთა შეფასებითა  და თვითშეფასებით;
6.გაკვეთილის მსვლელობისას მოსალოდნელი სირთულეების  შეხვედრის პრევენციით.
     კლასში გამოიკვეთა მოსწავლე, რომელსაც გაუჭირდა ამოცანების ამოხსნა და კავშირის დადგენა ფორმულის სახით მანძილს,სიჩქარესა და დროს შორის. სხვა მოსწავლეს მიეცა საშუალება დახმარების, მაგრამ ჩავთვალეთ რომ მისთვის ყურადღება დაგვეთმო მომდევნო გაკვეთილებზე და შეგვერჩია მისთვის შესაბამისი დონის დავალებები.
    ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარათ აღნიშნული თემის ღრმად გააზრებაში,რაც იყო ჩვენი მიზანი.


  


No comments:

Post a Comment